„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
1749115989
სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე მიაწოდა ინფორმაცია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებულ შტაბს, რომ შექმნილ ვითარებაში წვრთნების ჩატარებას არამიზანშეწონილად მიიჩნევს.
„წვრთნები წელს არ ჩატარდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.