1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ავრცელებს, რომელიც ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის მოლაპარაკებების შუამავალია.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე არსებითი მუშაობა გაგრძელდება და უახლოეს ერთ თვეში გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და ტერიტორიების განაღმვის საკითხები.
„პრეზიდენტმა მიშელმა კიდე ერთხელ გაუსვა ხაზი დაკავებული სომხების გათავისუფლების მნიშვნელობას“, – ნათქვამია ევროკავშირს საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან ერთად, განცხადებაში წერია, რომ ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზეც ისაუბრეს. გადაწყდა, რომ ამ თემაზე მომუშავე ორმხრივი სახელმწიფო კომისია ნოემბერში ბრიუსელში შეიკრიბება.
პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ ნოემბერში შეხვდებიან ერთმანეთს.