სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთმა ირანში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთმა ირანში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

„მინდა, გაცნობოთ, რომ სომხეთმა უკვე გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ეს, პირველ რიგში, სამედიცინო მარაგი იყო და სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პარლამენტის წევრმა როდესაც ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა სომხეთის ხელისუფლებამ, ამის შესახებ არ გაეცხადებინა, მირზოიანმა უპასუხა, რომ ისინი უბრალოდ ვერ ხედავდნენ საჭიროებას.