1766497440
სომხეთის მთავრობამ დახურა ტელე და რადიო კომპანია, რომელიც ეკლესიის მიერ მართული ტელეარხის, „შოღაკატის“ მაუწყებლობას უზრუნველყოფს
სომხეთის მთავრობამ დახურა ტელევიზია და რადიოკომპანია, რომელიც ეკლესიის მიერ მართული ტელეარხის, „შოღაკატის“ მაუწყებლობას უზრუნველყოფს.
„გაუქმდეს საზოგადოებრივი სულიერი და კულტურული ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანია“, – ნათქვამია რეზოლუციაში, რომლის პროექტიც ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდატიანმა წარადგინა.
სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარეს დაევალა, 15 დღის ვადაში შექმნას სალიკვიდაციო კომისია.
„სულიერი და კულტურული საზოგადოებრივი ტელევიზიის კომპანია“ დაარსდა სომხეთის მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მისი აქციების მართვის უფლებამოსილება საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს გადაეცა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სულიერი და კულტურული სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტრანსლაცია.











