„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციას ითვალისწინებს.
კანონპროექტს 65-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 30 კი წინააღმდეგი იყო.
პროექტის თანახმად, სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელ კომისიას მიეცემა შესაძლებლობა, შეცვალოს კომპანიის ხელმძღვანელობა, თუ მის საქმიანობაში სერიოზული დარღვევები აღმოჩნდება. მას ასევე შეეძლება საჭირო გამოძიების ჩატარება. ამ შემთხვევაში, კომისიას უფლება ექნება, მმართველობიდან გარკვეული დროით ჩამოაშოროს ქსელის მფლობელები და დროებითი მმართველი მოიწვიოს. ეს უკანასკნელი უნდა იყოს სპეციალისტი, რომელსაც აქვს, სულ მცირე, ხუთწლიანი გამოცდილება ენერგეტიკის ან მართვის სექტორში.
ოპოზიციამ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ინვესტორებისგან ქონების სახელმწიფო რეკეტის მცდელობად და „სომხეთის ელექტროქსელების“ მფლობელზე, რუსული კომპანიების ჯგუფის, „ტაშირის“ ხელმძღვანელ, სამველ კარაპეტიანზე პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.