დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სოფია როტარუს შვილიშვილმა უკრაინიდან გაქცევის შესახებ პირველად ისაუბრა. ანატოლი ევდოკიმენკო მესაზღვრეებმა 7 მარტს დააკავეს. ის სხვებთან ერთად უკრაინის დატოვებას ნავით უკანონოდ ცდილობდნენ. ახლა ევდოკიმენკო ევროპაშია, მაგრამ მისი ყოფნის ზუსტ ადგილს არ ამხელს.
მან ინტერვიუ მისცა Deep House Amsterdam-ს , სადაც თქვა, რომ იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. ანატოლიმ ასევე აღნიშნა, რომ „ცხოვრების ახალი პირობების“ გამო თავს „მომთაბარედ“ თვლის.
„ომის დაწყებისთანავე იძულებული გავხდი ქვეყნიდან წავსულიყავი ახალი ცხოვრების დასაწყებად, ექვს თვეზე მეტია ვცხოვრობ ნამდვილი მომთაბარე ცხოვრებით, რამაც ბევრი რამ მასწავლა და ახალი შეხედულება მომცა ცხოვრებაზე. ."
მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებულ ომზე.
„ეს წელი უდავოდ იყო ყველაზე რთული წელი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ასევე ყველაზე გარდამტეხი, უნდა ითქვას. უფრო მეტიც, ეს იყო მართლაც დამანგრეველი და ტრაგიკული წელი მთელი უკრაინის ხალხისთვის. ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს, ვინც დაკარგეს თავიანთი ახლობლები ამ ომის შუაგულში."
ცნობილია, რომ ანატოლი მუსიკალური კარიერის ევროპაში გაგრძელებას გეგმავს.