სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ახასიათებდეს პანკრეასის კიბოს
1765714636
ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი (ნამდვილი სახელი კელვინ კორდოზარ ბროდუს-უმცროსი) 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების საპატიო მწვრთნელი იქნება. ინფორმაციას აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ეს პოზიცია მოხალისეობრივია. მისი მიზანი ნაკრების წევრების მორალური მხარდაჭერაა. კომიტეტში აღნიშნავენ, რომ არტისტი, რომელიც ცნობილია თავისი საზოგადოებრივი საქმიანობითა და მენტორობით, გუნდში მის „საფირმო იუმორსა და გულწრფელობას“ შეიტანს.
„ნამდვილი ვარსკვლავები აშშ-ის ნაკრების სპორტსმენები არიან, მე კი აქ უბრალოდ იმისთვის ვარ, რომ გავამხნეო, მხარი დავუჭირო და, შესაძლოა, ცოტაოდენი სიბრძნეც გავუზიარო მათ“, - განაცხადა სნუპ დოგმა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში 6-22 თებერვალს გაიმართება.