1751399667
Snoop Dogg-ი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას

Snoop Dogg-ი პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
26 ივლისს რეპერი ჩირაღდანს გახსის ცერემონიამდე, პარიზის ჩრდილოეთით, სენ-დენიში გაატარებს, სადაც ოლიმპიური სოფლის ნაწილი, სტადიონი „სტად დე ფრანსი“ და ახალი ოლიმპიური ცენტრი მდებარეობს.
ამასთან, Snoop-ი პარიზში ამერიკული ტელეკომპანია NBC-ს სპეციალური კორესპონდენტის სტატუსში დარჩება. რეპერი დაესწრება სხვადასხვა შეჯიბრს, გაესაუბრება სპორტსმენებს და მათ ახლობლებს. ამასთან ის პარიზის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებს.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია პარიზში ხვალ გაიმართება.