რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტანია ფაიონის განცხადებით, შუა დერეფანი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს, სლოვენიისთვის მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს. ტანია ფაიონმა ამის შესახებ ბაქოში, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე მესმის ბევრი ამბიციური გეგმა ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის კავშირების დამყარების შესახებ. ჩვენ როდესაც განვიხილავთ სატრანსპორტო მარშრუტებსა და შუა დერეფანს, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ეს ასევე იწვევს ჩვენში დიდ ინტერესს. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პორტი ადრიატიკის ზღვაში, რომელიც წარმოადგენს უმოკლეს საზღვაო გზას აზიიდან ევროპის ბაზრებზე. ეს არის მნიშვნელოვანი შესასვლელი აღმოსავლეთ ევროპასა და დასაველთ ბალკანეთში“, – განაცხადა ტანია ფაიონმა.
ამავე პრესკონფერენციაზე სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სლოვენია მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას.
„ამასთან ერთად, ვიწვევ ორივე მხარეს, რათა რაც შეიძლება მალე მოაწერონ ხელი შეთანხმებას. ამ შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ექნება მთელი რეგიონისთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის. მას შემდეგ, რაც სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება, ის დიდ წვლილს შეიტანს ცენტრალური აზიისა და ევროპის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებაში“, – განაცხადა სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ტანია ფაიონის თქმით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან მოლაპარაკებების დროს განხილული იყო ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები.
„შეხვედრის დროს განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში. დღესვე ჩვენ განვიხილეთ გლობალური უსაფრთხოების საკითხები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს სლოვენიისა და აზერბაიჯანისთვის“, – განაცხადა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.