დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
სლოვენია პატივს სცემს ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულ ისრაელისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერებს და სრულად შეასრულებს მათ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა განაცხადა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ მასრის დაკავების ორდერები გასცა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.