სლოვაკეთში პოლიციამ დააჯარიმა პირი, რომლის მანქანის საჭესთან ძაღლი იჯდა

სლოვაკეთი

სლოვაკეთში პოლიციამ დააჯარიმა პირი, რომლის მანქანის საჭესთან ძაღლი იჯდა. ის სიჩქარის კამერებმა დააფიქსირეს - სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოზე ვხედავთ, რომ Skoda-ს მარკის ავტომობილის მთავარ, მძღოლისათვის განკუთვნილ ადგილს მოღიმარი ძაღლი იკავებს. შემთხვევა დედაქალაქ ბრატისლავას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ სტერუსში მოხდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მანქანის მფლობელი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ოთხფეხა მეგობარი, მონადირე ძაღლი, მის კალთაში მოულოდნელად აღმოჩნდა და კამერებმაც ზუსტად აღნიშნული მომენტი ასახეს. პოლიციელები კი ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ძაღლი მძღოლის ადგილს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იკავებდა.

მანქანის მფლობელი ორი მიზეზით დაჯარიმდა - პირველ რიგში, სიჩქარის გადაჭარბებისთვის და ამასთან, იმის გამო, რომ მგზავრობისას მან შინაური ცხოველის მოთავსება ვერ უზრუნველყო. "მცირე ზომის ცხოველმაც კი შეიძლება ავტომობილით თქვენს უსაფრთხო გადაადგილებას საფრთხე შეუქმნას. იყავით ყურადღებით მანქანის მართვისას", - ვკითხულობთ პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემმა ცოლმა მეტყველების უნარი დაკარგა... შინაგანად, ორივე მკვდრები ვართ" - საბედისწერო ქორწილში გადარჩენილი ნეფე-პატარძალი, რომლებიც დაღუპულები ეგონათ

ავსტრალიელ ქალს ტვინში ცოცხალი ჭია აღმოაჩნდა - მსოფლიო მედიცინაში პირველი შემთხვევა

„ყურსასმენები, ღილები, მაგნიტები..." - მამაკაცის მუცელში 60-მდე ნივთი აღმოაჩინეს -

ოჯახმა სამზარეულოში პითონი აღმოაჩინა (უცხოეთი)