მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალის ყველა წყვილი ცნობილია
1782629965
სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ: არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ. ის გამოეხმაურა უკრაინისთვის დახმარების ახალ ინიციატივას, რომლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია ნატო-ს სამიტზე.
„მე ვერ შევუშლი ხელს სხვა ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ომისთვის თანხების შეგროვება. იცით, რა შეიძლება, მოხდეს? შესაძლოა, აქ შემოფრინდეს დრონი, განზრახ ან შემთხვევით, დაეჯახოს საცხოვრებელ სახლს, იყვნენ დაღუპულები ან დაშავებულები და შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამიტომ, სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ: არ ვუჭერ მხარს ომს. სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს“, - განაცხადა ფიცომ.