სიუზი უაილსი გამოსამშვიდობებელ განცხადებას ავრცელებს - ის თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მის შემცვლელად სტივენ მილერი დაასახელა

ტრამპი/სიუზი

სიუზი უაილსი:

„პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში, თეთრ სახლში მსახურება ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო. ვამაყობ, რომ იმ საქმეების ნაწილი ვიყავი, რომელთა განხორციელებაც ჩვენ ერთად შევძელით.

ყველაზე მეტად კი მადლიერი ვარ იმ არაჩვეულებრივი ადამიანების, რომლებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობაც მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი როლი იცვლება, პრეზიდენტისადმი და ჩვენი მისიისადმი ერთგულება არასოდეს შეიცვლება.“

გადაწყვეტილება 6 ნოემბერს გამოცხადდა. Associated Press-ის ცნობით, უაილსი ტრამპის პოლიტიკურ ორგანიზაციაში გააგრძელებს საქმიანობას, ხოლო სტივენ მილერი ახალ თანამდებობას 9 ნოემბრიდან დაიკავებს.

სიუსი უაილსი აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი იყო, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.

✕