გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ბავშვობის მოგონებებს, სულიერ მდგომარეობასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს.
მან გაიხსენა შემთხვევაც, რომელიც, მისი თქმით, 17 წლის ასაკში, თბილისის აეროპორტის პარკინგზე მოხდა. მომღერალი ამტკიცებს, რომ რამდენიმე წუთით გონება დაკარგა და იგრძნო, თითქოს სული სხეულს გამოეყო.
ვიდეოში ლიზა ყენია იხსენებს, რომ ბავშვობიდანვე საკუთარ თავს უჩვეულოდ აღიქვამდა და ფიქრობდა, რომ მისი აზროვნება თანატოლებისგან განსხვავდებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ პატარა სხეულში ვიყავი, თავს ბავშვად არ ვგრძნობდი. საერთოდ არ ვფიქრობდი ბავშვურად. ვთამაშობდი, მაგრამ ჩემში სერიოზული ლიზაც ცხოვრობდა“,- ამბობს მომღერალი.
მისი თქმით, 17 წლის ასაკში მძიმე სულიერი მდგომარეობა ჰქონდა, შიშებსა და იმედგაცრუებას განიცდიდა და ამ ემოციებთან გამკლავება უჭირდა.
„ჩვენ ყველა ღმერთის ნაწილები ვართ. დიდი თავისუფლების, სიყვარულის და ინტელექტის გაგრძელებები ვართ. ჩვენი სხეულები — ავატარები, უბრალოდ, ფორმებია, რომ აქ შევიგრძნოთ სხვადასხვა შეგრძნებები, მივიღოთ გამოცდილებები. სინამდვილეში ყველა ერთნი ვართ. და ეს ერთი მხოლოდ სიყვარულია“, — ამბობს ლიზა ყენია.