ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი Telegram-ზე 13 იანვარს იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, იაპონიის მთავრობის მეთაური სისულელეებს ლაპარაკობს რუსეთზე.
„აშშ-იაპონიის ერთობლივი განცხადება რუსეთის მიმართ პარანოიას ასახავს და ამასთან, ღალატობს ასობით ათასი იაპონელის ხსოვნას, რომლებიც ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვულ ცეცხლში დაიწვნენ“, - აცხადებს მედვედევი.
მედვედევის განცხადებით, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სრულად გამოიყენა ბირთვული იარაღი, იყო შეერთებული შტატები.