ქართველების დაპირისპირება ქელეხში, იტალიაში - საქმეში ფიგურირებს მინდია ლავასოღლიც
1795896376
კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა მედიცინაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მეცნიერები ამ მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს მუდმივად ეძებენ. ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, სისხლის ერთი ანალიზით, შესაძლოა, სიმსივნის 17 სხვადასხვა ტიპის გამოვლენა გახდეს შესაძლებელი.
ექსპერიმენტში 50 წლისა და უფროსი ასაკის 35 ათასზე მეტი ზრდასრული მონაწილეობდა. მათ კიბოს საწყის ეტაპზე გამოვლენის ინოვაციურ ტესტს მიმართეს, რომელიც სისხლის მიმოქცევის სისტემაში არსებულ დნმ-ის უმცირეს ფრაგმენტებსაც კი აანალიზებს. აღსანიშნავია, რომ კიბოს დიაგნოსტირებისთვის ექიმები სწორედ ამ ფრაგმენტებში არსებულ თავისებურებებს ეყრდნობიან.
საბოლოოდ, ტესტმა 17 სხვადასხვა ტიპის სიმსივნის სიგნალები წარმატებით დააფიქსირა. მათ შორის საკვერცხის, ფილტვისა და მკერდის.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ახალი მიდგომა ჯერჯერობით კიბოს არსებული სკრინინგების შემცვლელი არ არის. თუმცა, უახლოეს მომავალში მან დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს.