მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი

29-30 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში.

შეხვედრაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები და ექსპერტები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

✕