სირცხვილსაც კი არ განიცდიან, როდესაც ჩვენი დროის ჰიტლერს პატივს მიაგებენ - ერდოღანი კონგრესში ნეთანიაჰუს აპლოდისმენტებით დახვედრაზე

ერდოღანი

თეთრ სახლში, ჯო ბაიდენისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა ორი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პალესტინის მხარდამჭერებმა ხელები წითლად შეიღებეს, სკანდირებდნენ ლოზუნგებს. თეთრ სახლთან კონტრაქცია მოაწყვეს ისრაელის მხარდამჭერებმაც. მათ ხელში ისრაელის დროშები ეჭირათ. საჭირო გახდა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება.

ვიზიტის ფარგლებში, ბენიამინ ნეთანიაჰუ კონგრესში სიტყვით გამოვიდა. ამ ფაქტს თურქეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა - ერდოღანმა ნეთანიაჰუ გენოციდში დაადანაშაულა.

"გლობალური სისტემა, რომელიც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური ინტერესების დასაცავად შეიქმნა, მოძველდა. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ კონგრესში გენოციდის მომწყობ მკვლელს ტაშს უკრავდნენ. ვინ იმსახურებს ტაშს? - ის, ვინც კაცობრიობას ემსახურება. დაფიქრდით; მას, ვინც თითქმის 40 ათასი ბავშვი, ქალი და მოხუცი მოკლა, წარმომადგენელთა პალატის წევრები ტაშს უკრავდნენ. სირცხვილსაც კი არ განიცდიან, როდესაც ჩვენი დროის ჰიტლერს პატივს მიაგებენ. საღი აზრის იგნორირებასთან გვაქვს საქმე. ესალმებიან ყასაბს, რომლის ხელებზეც ღაზის 150 ათასი მცხოვრების სისხლია," - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.