სიმსივნისგან განკურნების შემდეგ, ამერიკელ ქალს ტყუპი შეეძინა

ფრფრ

ამერიკელ ქალს, რომელმაც კიბო დაამარცხა, ცოტა ხნის წინ იდენტური ტყუპი შეეძინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შელი ბატისტას მკერდის სიმსივნის დიაგნოზი 2020 წელს დაუსვეს. შელი მაშინ 34 წლის იყო და სიმსივნის შესახებ ეჭვები პირველი შვილის გაჩენისა და მისი ძუძუთი კვების დროს გაუჩნდა, რაც სამწუხაროდ დადასტურდა.

შერის დიაგნოზის მიხედვით, არსებობდა იმის დიდი ალბათობა, რომ მას სხვა ტიპის სიმსივნეც განუვითარდებოდა. თავდაპირველად შერიმ ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო, რამაც საკვერცხეების უკმარისობა გამოიწვია. არსებობდა იმის საშიშროება, რომ შერის საკვერცხეების სიმსივნეც განუვითარდებოდა, ამიტომ გინეკოლოგის რჩევით, ორგანოს ქირურგიული გზით ამოკვეთას დათანხმდა.

მკურნალობის კურსისა და ოპერაციის მეშვეობით შერი სიმსივნისგან განიკურნა. როგორც თავად იხსენებს, სანამ 2020 წელს სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამდნენ, მისი 8 გაყინული ემბრიონი ილინოისის შტატის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში ინახებოდა. შელიმ დაორსულება გადაწყვიტა და მართალია, 2 მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა მესამე ჯერზე ის იდენტური ტყუპების დედა გახდა.

„ეს ნამდვილი სასწაულია. კიბოს დამარცხებიდან 2 წლის შემდეგ 2 შვილი შემეძინა. ძალიან ბედნიერი ვარ", — ამბობს შელი.

ჩიკაგოს ერთ-ერთ საავადმყოფოში შელის ორი გოგო — ნინა და მარგო — შეეძინა. ახლა შერი ორი სრულიად ჯანმრთელი იდენტური ტყუპების დედაა.