სილამაზის დედოფალი იდუმალებით მოცული კამათის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს (ინდოეთი)

ტივარი

„მის ინდოეთი 2024“-ის გამარჯვებული ნიდჰი ტივარი ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშიში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. Need To Know-ის ცნობით, პოლიცია 30 წლის ბლოგერისა და სილამაზის დედოფლის გარდაცვალების გარემოებებს იძიებს.

ტივარი 27 სექტემბრის დილით იპოვეს მას შემდეგ, რაც მან ოჯახის წევრებს აღარ უპასუხა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ არის დადგენილი.

გოგონას დედის თქმით, წინა საღამოს ტივარიმ ტელეფონით იჩხუბა მამაკაცთან, რომელთანაც დაახლოებით ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ურთიერთობდა. საუბრის შემდეგ მან უარი თქვა საკვებზე, ოთახში ჩაიკეტა და ოჯახს სთხოვა, მარტო დაეტოვებინათ.

სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტთან დაკავშირებულ სხვადასხვა გარემოებებს იძიებენ. ადგილობრივი პოლიციის თქმით, ისინი იკვლევენ ტივარის ტელეფონს და მის ბოლოდროინდელ კონტაქტების ისტორიას. თვითმკვლელობის შესაძლო წინასწარი თეორია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ტივარი სინგრაულიში ცნობილი ბლოგერი იყო, რომელიც ცეკვის ვიდეოებსა და ცხოვრების წესის შესახებ კონტენტს აქვეყნებდა. სოციალურ ქსელებში მას ჯამში 1.6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. 2024 წელს ის „მის ლამაზ ინდოელად“ დასახელდა.

✕