დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთის არმიის უკრაინაში უკან დახევით უკმაყოფილოა. კადიროვმა ოკუპანტების წარუმატებლობა იზიუმში, კუპიანსკსა და ბალაქლიაში აღიარა.
„მე, რამზან კადიროვი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ყველა ეს ქალაქი დაბრუნდება უკან, ჩვენი ხალხი უკვე არის იქ, სპეციალურად ამ საქმისთვის გაწვრთნილი, მზად არის კიდევ ათი ათასი მებრძოლი წასასვლელად. ჩვენ უახლოეს მომავალში ოდესაში ჩავალთ, თქვენ კი იხილავთ კონკრეტულ შედეგებს.
სიღრმისეულად არ მესმის, რა სტრატეგია შემუშავდა, მაგრამ ერთი რამ ვიცი: რუსეთი გაიმარჯვებს და ნატოს ეს შაიტანები და დასავლეთ ევროპის სადაზვერვო სამსახურები, მათი იარაღი ჩახშობილი იქნება, დათრგუნული იქნება. ჩვენი მებრძოლების სულისკვეთებით“, - დასძენს ჩეჩნეთის ლიდერი.