„სიენენი“: იემენელი „ჰუსიტები“ ირანის მხარდასაჭერად ომში ჩართვას გეგმავენ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები კვლავ გაგრძელდება

ჰუსიტები

იემენელი „ჰუსიტები“ ირანის მხარდასაჭერად ომში ჩართვას გეგმავენ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები კვლავ გაგრძელდება, – ამის შესახებ „სიენენს“ იემენელი „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა, მუჰამედ მანსურიმ განუცხადა.

როგორც მედია წერს, მანამდე „ჰუსიტებმა“ არაერთხელ შეუქმნეს დაბრკოლება სანაოსნო მიმოსვლას ბაბ-ელ-მანდების სრუტესა და წითელ ზღვაში, რაც სავაჭრო ქაოსს იწვევდა.

„ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ვითარების გამწვავებისკენ თუ მიისწრაფვიან, იემენი დაასწრებს მათ ჩარევით“, – განაცხადა მანსურიმ.