დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჩინეთს საფრანგეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაღრმავება და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გაძლიერება სურს. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ბრაზილიაში გამართული შეხვედრისას განაცხადა.
მედიასაშუალების ცნობით, სი ძინპინმა მაკრონს განუცხადა, რომ ჩინეთიც და საფრანგეთიც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები არიან და მათ ურთიერთობებს აქვთ უნიკალური სტრატეგიული და გლობალური მნიშვნელობა.
თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ჩინეთს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება რუსეთის მხრიდან ბირთვული ესკალაციის თავიდან აცილებაში. საფრანგეთის ლიდერმა ჩინელ კოლეგას მოუწოდა, მოახდინოს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.
მაკრონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთსა და საფრანგეთს შორის სავაჭრო დავა დადებითად გადაწყდება და აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიშელ ბარნიე ჩინეთში ვიზიტით მომავალ წელს ჩავა.