სეტყვა თბილისში - ნახეთ, კადრები
1745321635
შვეიცარიამ რვა რუსული მედიასაშუალების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს განცხადებაში, რომელიც ეკონომიკური საკითხზეა პასუხისმგებელი.
სანქციები დაუწესდა რუსულ სააგენტო „ლენტა.რუს“ ტელეკომპანია „ზვეზდას“, გაზეთ „კრასნაია ზვეზდას“, საინფორმაციო ვებგვერდ „ევრაზია დეილის“, სააგენტო „ნიუს ფრონტს“, ვებგვერდ „საუზ ფრონტს“, პორტალ „რუბალტიკ.რუს“ და სტრატეგიული კულტურის ფონდს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვების ძალაში 23 აპრილიდან შევიდა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთექვსმეტე პაკეტი დაამტკიცა. ამ პაკეტის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ რუსულ მედიასაშუალებებს ევროკავშირშიც შეუზღუდა მაუწყებლობის უფლება.