შოტლანდიის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ჯონ სუინი

შოტლანდიის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქვეყნის პირველი მინისტრის პოსტზე პარლამენტმა ჯონ სუინი აირჩია. პოლიტიკოსი, რომელიც შოტლანდიის სრულ დამოუკიდებლობას ემხრობა და მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლა ეტაპობრივად, ყოველგვარი ხისტი მოქმედებების გარეშე უნდა მოხდეს.

ახლად არჩეული მინისტრი, მოვალეობის შესრულებას დღეიდან, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ შეუდგება.