პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოლდოვაში ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ქონება დააყადაღეს. როგორც შინაპატიმრობაში მყოფი იგორ დოდონი ამტკიცებს, მისი და მისი მეუღლის წინააღმდეგ საქმე ფაბრიკაციას წარმოადგენს.
„დეტალებს ვერ გაგაცნობთ. ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომ არაფერს ვიტყვი. ეს ყველაფერი საპნის ოპერაა. მათ სურთ, ყოველდღე გააკეთონ ტელეგადაცემა დოდონის საქმეზე.
ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. ამ პროპაგანდისტული სპექტაკლის ერთ-ერთი ელემენტია იმ ობიექტების დაყადაღება, რომლებიც მე არ მეკუთვნის ან ბანკშია ჩადებული“, – განაცხადა დოდონმა.
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 24 მაისს დააკავეს. მას 30 დღით შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. მას ბრალად სდებენ პასიურ კორუფციაში, პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად სახსრების დანაშაულებრივი ორგანიზაციის მხრიდან მიღებაში, უკანონო გამდიდრებასა და სახელმწიფო ღალატში.
დაყადაღებულია დოდონის სახლი კიშინიოვში, ოთხი ავტომობილი და მიწის ნაკვეთები.