შინ დაბრუნებულ დედას შვილი გარდაცვლილი დახვდა - ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი მოზარდების სიკვდილიანობა გახშირდა

მოზარდი

მოსკოვის რეგიონში გარდაცვლილი მოზარდი თავის ტკივილის გამო სკოლაში ერთი კვირა არ დადიოდა

კადეტთა კორპუსის სტუდენტი, რომელიც მოსკოვის მახლობლად, ნოგინსკის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, რამდენიმე დღე თავის ტკივილს უჩიოდა და სკოლას აცდენდა. SHOT-ის ინფორმაციით, მოსამართლედ მომუშავე დედამ შვილს ჯანმრთელობის გამო სახლში დარჩენის უფლება თავად მისცა.

განახლებული მონაცემებით, როცა ქალი საღამოს ცხრა საათზე სახლში დაბრუნდა, ბიჭი საწოლზე სიცოცხლის ნიშნების გარეშე იწვა. ამ დროისთვის ის უკვე სამი-ოთხი საათის გარდაცვლილი იყო. მოზარდს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. სხეულთან აღმოაჩინეს ელექტრონული სიგარეტი, პროპანის ავზი და ორი დეზოდორანტი.აღსანიშნავია, რომ ეს არ არის რუსი მოზარდი ვეიპერის (ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი) გარდაცვალების პირველი შემთხვევა, რომელთა სიკვდილი პირდაპირ კავშირშია მავნე ჩვევასთან. მსგავსი შემთხვევები უკვე გამოვლინდა სხვა ქალაქებში.