მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გეგმებით სირიის სამხრეთ საზღვართან ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
პრაისის თქმით, ნებისმიერი ახალი ოპერაცია სირიაში რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის და რისკის ქვეშ დააყენებს ამერიკის ჯარებს.
„შეშფოთებული ვართ ჩრდილოეთ სირიაში პოტენციურად გაზრდილი სამხედრო აქტივობებით. ვაღიარებთ სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თურქეთის ლეგიტიმურ წუხილს, მაგრამ ნებისმიერი ახალი შეტევა კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს რეგიონის სტაბილურობას და საფრთხეს შეუქმნის ამერიკის სამხედრო ძალებს და „აისისის“ წინააღმდეგ არსებულ კამპანიას“, – განაცხადა პრაისმა.