„რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა“ - უკრაინის გენშტაბი 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი არმიის შესახებ წერს

58th army

"რუსეთის 58-ე არმიაში ცოცხალი თითქმის არავინ დარჩა" - ამ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენშტაბი აქვეყნებს. 

"უკრაინელი მცველები რუსეთის ფედერაციის ყველაზე ელიტარული სამხედრო ნაწილების განადგურებას აგრძელებენ. ამას ერთ-ერთი ოკუპანტის და მის მეუღლეს შორის შემდგარი დიალოგიც მოწმობს. 

სამხრეთით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 58-ე არმია დაამარცხეს და რომელსაც თავად ოკუპანტები ერთ-ერთ უპირველესს უწოდებდნენ.

„58-ე არმიიდან საერთოდ აღარაფერია დარჩენილი. ის სამხედრო ოლქის "მძიმე" არმიად ითვლებოდა. შედეგად, პრაქტიკულად არაფერი დარჩა. ვალერ ბაკინი 58-ე არმიაში მსახურობდა. ცოცხალი არც ერთი ადამიანი არ არის, არც ერთი! მოკლედ ყველა დაიხოცა. მთელი ასეული. ჩვენც გვაქვს ფორმირებები, სადაც 3 ადამიანი, 4 ადამიანი დარჩა“, - ეუბნებოდა ოკუპანტი ცოლს.

2018 წელს 58-ე არმია აღიჭურვა უახლესი იარაღითა და აღჭურვილობით, "რომელსაც ანალოგი არ აქვს" და ახლა, ჩვენმა ჯარისკაცებმა გააკეთეს ისე, რომ საერთოდ აღარ არსებობს." - წერს გამოცემა.