ცნობილია გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი
1734206079
შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ აიდემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარეკებები დემოკრატიული რეფორმის მთავარი მექანიზმია.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით. ვწუხვარ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც დემოკრატიული რეფორმის მთავარი მექანიზმია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას“, – წერს სოციალურ ქსელში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.