რისი გაკეთება არ შეიძლება აღდგომას
1745092403
თურმე სისხლის რეგულარული დონაციით მხოლოდ სხვა ადამიანების სიცოცხლეს კი არ გადაარჩენთ, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ. სწორედ ამაზე გვესაუბრება საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფის უახლესი ნაშრომი და მეტად საინტერესო შედეგებს გვაცნობს.
მეცნიერებმა ნიმუშები 217 კაცისგან აიღეს, რომელთაც სისხლი ცხოვრების მანძილზე 100-ზე მეტჯერ ჰქონდათ ჩაბარებული და იმ 212 კაცის ნიმუშებს შეადარეს, რომელთაც სისხლი 10-ჯერაც კი არ გაუციათ. სხვაობა საკმაოდ დიდი იყო, აქტიურ დონორებს კი სასარგებლო მუტაციები ჰქონდათ განვითარებული DNMT3A-ის გენის მიმართ. აღნიშნულში არსებული სხვა მუტაციები კი მანამდე სისხლის კიბოს დაუკავშირეს…
„ჩვენი ნამუშევარი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ურთიერთქმედებს გენები გარემოსთან და ჩვენს ასაკთან“, - ამბობს დომინიკ ბონეტი, უჯრედული ბიოლოგი.
უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მკვლევართა გუნდი სისხლის ღეროვან უჯრედებს დააკვირდა, რომლებიც უფრო მეტ სისხლს აწარმოებს. ასაკის მატებასთან ერთად, ამ მექანიზმებმა, შესაძლოა, დაშლა დაიწყოს, რაც სისხლის კიბოს განვითარების რისკებს ზრდის. მათ შორის კი ლეიკემიაც მოიაზრება.
სისხლის დაკარგვის შედეგად ერითროპოეტინი გამომუშავდება: ამ ჰორმონის მქონე ღეროვან უჯრედებზე ჩატარებული ლაბორატორიული ტესტებით კი მკვლევრებმა დაადგინეს, რომ DNMT3A მუტაციის მქონე ადამიანები სისხლს უფრო სწრაფად აწარმოებდნენ. ეს მიგვანიშნებს, რომ სისხლის ხშირად დაკარგვა მსგავსი მუტაციური ღეროვანი უჯრედების გამომუშავებამდე მიგვიყვანს. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმაც კი აჩვენა, რომ DNMT3A მუტაციის შედეგები დადებითი იყო სისხლის დაკარგვის შემდეგ.
„აქტივობები, რომლებიც სისხლის უჯრედების წარმოებაზე მცირე სტრესს ახდენს, ჩვენივე სისხლის ღეროვან უჯრედებს განახლების საშუალებას აძლევს და, ვფიქრობთ, სწორედ ეს უწყობს ხელს მუტაციებს ღეროვანი უჯრედების ზრდისთვის და არა, დაავადებისთვის“, - განმარტავს ბონეტი.
გამოწვევებსაც გვიზიარებენ და გვეუბნებიან, რომ რეალურად სისხლის დონორები უფრო ჯანმრთელი პირები არიან და სწორედ ეს ხდება ხოლმე სისხლის გაცემის პირობაც. აღნიშნული ფაქტი კი ჯანმრთელობაზე დადებითი ზეგავლენის გარკვევას ცოტათი ართულებს… თანაც, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ სისხლის დონაცია პრელეიკემიური მუტაციების სიხშირეს ამცირებს, რადგან ამისთვის უფრო ფართომასშტაბიანი კვლევაა საჭირო. მიუხედავად ამისა, პროგნოზები ნამდვილად დამაიმედებელია…