1769797910
შარლ მიშელი: მაკრონი და მელონი მართლები არიან, როდესაც პუტინთან პირდაპირ შეხვედრას ითხოვენ
ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაკრონი და მელონი „მართლები არიან“, როდესაც პუტინთან პირდაპირ შეხვედრას ითხოვენ.
„ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ვიყოთ, რადგან დღეს [ეს ასე არ არის]. ეს ძალიან სამწუხაროა. ცოტა მაშინებს კიდეც“, - განაცხადა მან.
„ვინ იცავს ევროპულ ინტერესებს მოლაპარაკებების მაგიდასთან? არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც რუსეთი“, - აღნიშნა მიშელმა.
მოლაპარაკებებზე შესაძლო წარმომადგენლად მან თავისი მემკვიდრე, ანტონიუ კოშტა დაასახელა და აღნიშნა, რომ მას აქვს „ლეგიტიმაცია“, ისაუბროს ევროკავშირის 27 ლიდერის სახელით.











