შაკირა საავადმყოფოში გადაიყვანეს - პერუს კონცერტი გადაიდო

შაკირა

მომღერალმა შაკირამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და კვირას, პერუში დაგეგმილი კონცერტი უნდა გადადოს. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

მომღერალმა თქვა, რომ შაბათს, ღამით, სასწრაფოში წასვლა მოუწია მუცლის პრობლემების გამო. კვირას, ნაშუადღევს გამოქვეყნებულ პოსტში მან დაადასტურა, რომ კვლავ საავადმყოფოში რჩება.

მომღერლის თქმით, მკურნალმა ექიმებმა განუმარტეს, რომ ის "არ იყო საკმარისად კარგ მდგომარეობაში იმისთვის, რომ საავადმყოფოდან გაეწერათ".

შაკირას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

"ძალიან ვწუხვარ, რომ სცენაზე ვერ გავალ. მოუთმენლად ველოდი ჩემს თაყვანისმცემლებთან აქ, პერუში შეხვედრას. იმედი მაქვს, ხვალ გამომწერენ და ჯანმრთელად ვიქნები, რომ კონცერტი ჩავატარო", - წერს მომღერალი.