სეულში ავტომობილის ხალხში შევარდნას მსხვერპლი მოჰყვა

სეული

სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

სამხრეთკორეელმა სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი, 70 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე დააკავეს. მისი მტკიცებით, შემთხვევა ავტომობილის უეცარმა აჩქარებამ გამოიწვია. ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.