სერიალი "მაშველები" ეკრანებზე ბრუნდება

maSvelebi

მაშველებისა და მათი ისტორიების შესახებ მალე მაყურებელი ახალ სერიალს იხილავს. მაშველებს ამჯერად Fox იღებს, სერიალის შემქმნელი კი ლარა ოლსენია, რომელთან ერთადაც ორიგინალი სერიალის პროდიუსერებიც იმუშავებენ. როგორც სერიალის აღწერაში ვკითხულობთ, მაყურებელი ამჯერად მაშველების ახალ თაობას იხილავს და წინ კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველოდება.

ამერიკული სერიალი მაშველები 1989-დან 1999 წლამდე გადიოდა, შემდეგ კი Baywatch: Hawaii 2001 წლამდე გაგრძელდა. ამ წლების განმავლობაში მაყურებელმა 11 სეზონი იხილა. ჯერჯერობით ახალ სერიალში მონაწილე მსახიობების ვინაობა უცნობია, თუმცა მაშველებს ისევ ლოს-ანჯელესის სანაპიროზე ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ მაშველების მიხედვით გადაღებული ფილმი 2017 წელს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს ალექსანდრა დადარიო, დუეინ ჯონსონი, ზაკ ეფრონი და პრიანკა ჩოპრა ასრულებენ. მალე კი მაშველები ისევ სერიალის სახით დაბრუნდება.

მაშველების გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
 

ასევე ნახეთ:

„შენს ვიდეოებს ვკოცნო? რატომ არაფერი მაშველინე, ჩემო მიამიტო... ვის ჩავეხუტო, ვის აქვს შენი სუნი და სული?!“ - რას წერენ ქეთი ჯავახიშვილზე

VIDEO: „ისეთი ლამაზია, შემოულაწუნე, მამაო, მემართება“ – რატომ ვერ უსვამს კითხვებს „რუსთავი 2“-ის ციფრული მიმართულების მენეჯერი ანასტასია ჯეირათს