საბერძნეთში, მსოფლიოში პირველად ჰუმანოიდი რობოტების ოლიმპიადა ჩატარდება

რობოტები

29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ოლიმპიური თამაშების სამშობლოში, საბერძნეთში, ოლიმპიაში, პირველი საერთაშორისო ჰუმანოიდური ოლიმპია გაიმართება. ჰუმანოიდი რობოტები მთელი მსოფლიოდან იასპარეზებენ სპორტულ დისციპლინებში, მათ შორის სპრინტში, ხტომაში და შუბის სროლაში. ამის შესახებ Interesting Engineering იტყობინება.

გარდა სპორტული პროგრამისა, სტუმრებს ელოდებათ ლექციები ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის დარგის წამყვანი ექსპერტებისგან, ასევე ინტერაქტიული მასტერკლასები.

„ეს არის უძველესი ტრადიციებისა და ფუტურისტული ტექნოლოგიების იშვიათი კომბინაცია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ერწყმის ადამიანის კრეატიულობა და რობოტიკა მომავალს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.