1789467643
სერგეი ლავროვი: რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით გონივრული კომპრომისებისთვის მზადაა, თუმცა არ დაუშვებს, რომ ნატო მის საზღვრებთან გამოჩნდეს
რუსეთი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით გონივრული კომპრომისებისთვის, თუმცა არ დაუშვებს, რომ ნატო მის საზღვრებთან გამოჩნდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, უკრაინის კრიზისი შეიძლებოდა, წლის წინ მოგვარებულიყო, აშშ-ს რომ არ დაეტოვებინა ალასკის სამიტის შეთანხმებები.
„ამერიკელებს რომ არ დაეხიათ უკან ანკორიჯის შეთანხმებებიდან, ევროპას რომ არ დაეშორებინა აშშ ამ შეთანხმებებიდან, ჩვენ უკვე ერთი წელი ომის გარეშე ვიცხოვრებდით. ეს აშკარა ფაქტია. ასე რომ, დასკვნები თავად გამოიტანეთ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი ვაშინგტონს დეტალურად უხსნის უკრაინასთან დაკავშირებულ საკუთარ პოზიციას, თუმცა, მისი თქმით, ძნელი სათქმელია, რამდენად იმოქმედებს ეს მათ პრაქტიკულ ნაბიჯებზე.










