ჯორჯინას პირველი კომენტარი ილია თოფურიას ახალ ურთიერთობაზე
1795550232
სააკაშვილის "ფეისბუქ" პოსტს, რომელშიც პატიმარი ექს-პრეზიდენტი საუბრობს, როგორ აკურთხა ე.წ. ვარდების რევოლუცია რუსეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მმართველი გუნდი მორიგ აღიარებად და იმის დასტურად მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ინტერესებს არასდროს ემსახურებოდა.
2003 წლის პოლიტიკურ ცვლილებებში იგორ ივანოვი რომ მონაწილეობდა, ამას ვერც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უარყოფენ. თუმცა ცდილობენ, რომ რუსი მაღალჩინოსნის ჩართულობა, სააკაშვილის აღიარების მიუხედავად, გააუბრალოონ და პასუხისმგებლობა სრულად მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტის მიმართ გადაამისამართონ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სააკაშვილმა თქვა, რომ რევოლუციური სცენარი სულერთი სახელმწიფოს მიერ იყო დაწერილი, რომელიც მან და მისმა კოჰორტამ აღასრულეს.
"თქვა, რომ მას არაფერი არ აკავშირებს პრაქტიკულად საქართველოსთან. ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ახლა უკვე ის, რაც დღეს მისი მხრიდან, ასე ვთქვათ, მოვისმინეთ და ნახა საზოგადოებამ, არის ის, რომ რითაც ამაყობდნენ ეს ადამიანები, რომ რევოლუციური სცენარით მოვიდნენ ხელისუფლებაში, თურმე ეს მათ კი არა, პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოს ჩარევით, მათი ხელდასხმით ყოფილა მომხდარი და უკვე ამ ადამიანების, ამ პირების, სააკაშვილის და მათი, აი ამ მთელი კოჰორტას შემადგენლობით აღასრულეს სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაწერილი სცენარი", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.