„ხატის წინაშე ვიფიცებ...“ - ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1747770750
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში ჩავიდა.
რუსული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სერგეი ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს სომეხ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.
როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანს ბოლოს 2022 წლის ივნისში ეწვია.
ლავროვის ვიზიტს წინ უძღოდა ინციდენტი ერევანში, რა დროსაც სომეხი აქტივისტების ჯგუფმა ერევანში რუსეთის საელჩოს და კიევის ხიდის მახლობლად გამოფინა პლაკატები რუსეთის პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელი წარწერებით.
საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ აქტივისტებს მსგავსი აქციის მოსაწყობად ანაზღაურება გადაუხადეს და შესაძლოა, მათ აშშ-ის საელჩოსგან მიიღეს დაფინანსება.