რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
სერბეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ჯურო მატუცი დაამტკიცა.
როგორც „როიტერი“ წერს, კენჭისყრას ფორმალური სახე ჰქონდა, რადგან 250 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტში პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიას 156 დეპუტატი ჰყავს.
როგორც მაცუტმა სიტყვით მიმართვისას განაცხადა, მის მთავრობას სურს პროტესტების დასრულება და დემონსტრანტებს დიალოგისკენ მოუწოდა.
„სერბეთი დაიღალა ბლოკადებით“, – აღნიშნა მაცუტმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს გარდამავალი მთავრობის შექმნა 2027 წლის არჩევნებამდე, რაც ვუჩიჩმა და მისმა მოკავშირეებმა უარყვეს.
ახალ მთავრობას 31 მინისტრი ეყოლება, რომელთაგან 22 პოსტს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილოშ ვუჩევიჩის დროს იკავებდნენ, რომელიც ნოემბერში დაწყებული პროტესტის ფონზე გადადგა.
შეგახსენებთ, სერბეთში საპროტესტო აქციები ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ვუჩევიცმა პრემიერ-მინისტრობის პოსტი იანვარში დატოვა.