საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1731603238
სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ახალი ლიდერი აირჩიეს. მიტჩ მაკკონელს პოსტზე სამხრეთ დაკოტელი სენატორი ჯონ თუნი შეცვლის.
მეორე დახურულ კენჭისყრაში თუნმა ტეხასელი სენატორი ჯონ კორნინი დაამარცხა 29 ხმით 24-ის წინააღმდეგ. პირველ კენჭისყრაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების უმრავლესობა, რის გამოც განმეორებით კენჭისყრაში მხოლოდ თუნი და კორნინი მონაწილეობდნენ.
თუნი სენატში 2005 წლიდან იმყოფება. 2021 წლიდან ის რესპუბლიკელთა ამჟამინდელი ლიდერის, მიტჩ მაკკონელის მოადგილე იყო.