„თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1751226440
უკვე ბევრმა ჩვენგანმა ნახა ქართულად ადაპტირებული ბერძნული სერიალი "მამა პაისი - ფარასადან ზეცაში". ვინც ნახა, მათი ცხოვრება შეიცვალა რწმენაში განმტკიცებითა და იესოს ლოცვის პრაქტიკაში შემოტანით.
მამა პაისის ფილმის სცენარის ავტორის - იორღოს ციაკასის ინტერვიუ, რომელიც ფილმის მეორე სეზონამდე ჩაიწერა, ბერძნულიდან ქართულად ნანა ბეჟანიშვილმა თარგმნა. აი, რას იგონებს სცენარისტი სერიალზე.
- გიტირიათ თუ არა ფილმის დასრულებული ვერსიის ნახვისას?
ციაკასი: - დასრულებული ვერსიის ნახვამდეც მიტირია, გადაღებებზეც, მონტაჟის დროსაც... იცით, რომ მონტაჟის დროს ერთი ეპიზოდი შეიძლება 10 ან 20-ჯერ ვნახოთ, უამრავჯერ.. ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევთ, ხმას, დეტალებს... იყო მომენტები, რომ გული მიჩუყდებოდა ძალიან და ახლაც იგივე მემართება...
როდესაც დასრულებულ ვერსიას ვნახავ, მაშინაც იგივე მემართება...
მჯერა, რომ თვითონ წმინდა პაისი შეგვეწია, რომ ეს ფილმი გადაგვეღო.. იცით, ალბათ, რომ თვითონ წმინდანს არ უყვარდა ფოტოს გადაღებაც კი და ჩვენ ამხელა სერიალი გადავიღეთ მის შესახებ და ვეუბნებოდი, რომ ეპატიებინა ჩემთვის... მაგრამ ვფიქრობ, ერთი ადამიანისთვის მაინც რომ იყოს ეს სერიალი სიკეთის მომტანი, ალბათ, წმინდანი ნებას დამრთავდა...
- რადგან ეს სერიალი შედგა ესე იგი ნება დაგრთოთ, სხვაგვარად ვერ შედგებოდა...
- დიახ, დიახ.
- თავად გაქვს მოყოლილი რამდენი სასწაულის მომსწრენი გახდით, სერიალის გადაღების დროს. ეს ნიშნავს, რომ თვითონ წმინდანი იყო თქვენს გვერდით, ასე არაა? ბრძოლები გქონდათ გადაღებების დროს ?
- მაშ არ გვექნებოდა? რა თქმა უნდა, ბევრი დაბრკოლება გვქონდა და როდესაც კონიცაში ვიყავით, მის მშობლიურ სახლში გავრბოდი ხოლმე და ვთხოვდი შეწევნას (დახმარებას)... პირველი სეზონი გადავიღეთ კორონას პანდემიის დროს ისე, რომ არასოდეს არც ერთი ადამიანი არ გამხდარა ავად (კორონით) მაშინ, როდესაც 50 ადამიანი ერთად ვმუშაობდით, 180 მსახიობი და 1300 დამხმარე. ვიცოდით, რომ აქედან ერთს მაინც რომ აღმოჩენოდა კორონა, უნდა გაგვეჩერებინა გადაღებები 15 დღით და იცი, რასაც ნიშნავს ეს? არასდროს არავინ ავად არ გამხდარა... და როცა ვამთავრებდით გადაღებას ერთ ლოკაციაზე, ის დასახლება სწორედ მაშინ იხურებოდა კორონას გამო, როდესაც ჩვენ უკვე წამოსულები ვიყავით იქიდან...