1760126513
სენატორები აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა მისცეს
აშშ-ის სენატის შვიდმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა წევრმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, რუსული დიზელის საწვავის იმპორტი ნებადართულია.
სენატორების თქმით, აშშ-მა პუტინს „ფინანსური სამაშველო რგოლი“ არ უნდა მისცეს.
„2022 წელს კონგრესმა მკაფიოდ აკრძალა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი, რათა პუტინის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ ამერიკული დოლარებით არ დაფინანსებულიყო. კონგრესმა მკაფიოდ განაცხადა: აშშ არ უნდა ახდენდეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტს, ვიდრე ის აგრესიას არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ და ნატო-ელი მოკავშირეების დაშინებაზე უარს არ იტყვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სენატორები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ კანონს. მათივე თქმით, ადმინისტრაციას კონგრესთან კონსულტაცია არ გაუმართავს და გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას ავალდებულებს.
განცხადებას ხელი მოაწერეს ორპარტიული კოალიციის წევრებმა: ჯინ შაჰინმა, სიუზან კოლინზმა, რიჩარდ ბლუმენტალმა, ლიზა მურკოვსკიმ, რონ უაიდენმა, ტომ ტილისმა და ჯონ კერტისმა












