ვრცელდება ინფორმაცია სამხრეთ კორეაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთში არსებულ ჩანაწერზე
1736621023
ამერიკელი სოულ-მომღერალი სემ მური, 89 წლის ასაკში, ფლორიდაში გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ MSN წერს.
გამოცემის ცნობით, მური 1960-იანი წლების პოპულარული დუეტის Sam & Dave-ის წევრი იყო. სემ მურისა და დეივ პრატერის სიმღერები:
«Soul Man», «Hold On, I'm Comin» და ა.შ. ნამდვილ ჰიტებად იქცა.
ამ დუეტის შემოქმედებამ მაიკლ ჯექსონის, ელ გრინის, ბრიუს სპრინგსტინის და სხვა ბევრი ვარსკვლავის მუსიკაზე იქონია ზეგავლენა. 1992 წელს მურისა და პრატერის სახელები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს შეუერთდა