რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
აშშ-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის ტარიფების ამოქმედებისა და საფონდო ბირჟებზე ფასების დაცემის შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიებმა 500 მილიონი დოლარი დაკარგეს.
გამოცემა „ფორბსის“ გამოთვლით, ტრამპის აქტივების ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარით დაეცა. 2 აპრილს, ტარიფების გაზრდის დღეს მისი ქონება 4.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რამდენიმე დღეში კი ეს მაჩვენებელი 4.2 მილიარდამდე დაეცა.
როგორც “ფორბსი” წერს, დაახლოებით 170 მილიონი დოლარი „ტრამპ მედიისა“ და „თექნოლოჯი გრუფის“ აქციების დაცემის შედეგად დაიკარგა. 90 მილიონამდე დოლარი კომერციული უძრავი ქონების გაიაფებასთან არის დაკავშირებული, 70 მილიონი გოლფის ბიზნესთან, ხოლო 65 მილიონი სასტუმრო-საკურორტო ბიზნესთანაა დაკავშირებული. ასევე ვარდნა ასახა კრიპტოვალუტებსა და სხვა ინვესტიციებზე.
რაც შეეხება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს, მისი ქონება 2 აპრილის შემდეგ 35 მილიარდი დოლარით შემცირდა. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, მასკმა პირადად სთხოვა დონალდ ტრამპს არ შემოეღო ტარიფები.
საერთო ჯამში, საფონდო ბირჟებზე ფასების ვარდნის გამო, მსოფლიოს უმდიდრესმა 10-მა ადამიანმა საერთო ჯამში, 172 მილიარდი დოლარი დაკარგა.