საუთჰემპტონში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საუთჰემპტონი

საუთჰემპტონში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ძალოვანებს აგურები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს, პოლიციამ კი წიწაკის სპრეი გამოიყენა.

პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 18 წლის ჰენრი ნოვაკის მკვლელობის კადრები გასაჯაროვდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ათრევს ოფიცერი სასიკვდილოდ დაჭრილ, უდანაშაულო მოზარდს და დახმარების ნაცვლად ხელბორკილებს ადებს.

მკვლელი უკვე გასამართლდა, თუმცა ინციდენტში მონაწილე არცერთი პოლიციელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.