გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ აღმაშფოთებელი აგრესია გამოავლინა.
„საუდის არაბეთის სამეფო მკაცრად გმობს ისრაელის აღმაშფოთებელ აგრესიას ძმური ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას და წარმოადგენს საერთაშორისო კანონებისა და ნორმების ღია დარღვევას“, - აღნიშნულია საუდის არაბეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Reuters-ი ომანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელმა ირანზე თავდასხმით გაეროს წესდება დაარღვია. „ასეთი აგრესიული ქცევა მიუღებელია და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების სტაბილურობის წინააღმდეგ არის მიმართული“, - აღნიშნულია ომანის საგარეო უწყების განცხადებაში.
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას აგრეთვე გამოთქვამენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, ავსტრალიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროები.
ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „აღმავალი ლომი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებული არიან ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.