VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
პენტაგონმა თეთრ სახლს მიმართა თხოვნით ნება დართოს აშშ-ის კონგრესს სთხოვოს 200 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყოს ირანში საომარი კამპანიის გასაგრძელებლად. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემას სამი წყარო უყვება, მოთხოვნილი თანხა ბევრად აღემატება იმ ხარჯს, რომელიც ამერიკამ ირანის საჰაერო დაბომბვის დროს მანამდე გასწია.
ჯერჯერობით უცნობია, საბოლოო ჯამში რა მოცულობის თანხის გამოყოფას სთხოვს თეთრი სახლი კონგრესს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, პენტაგონის თხოვნა რეალისტური არ არის.
როგორც გამოცემა წერს, პენტაგონის თხოვნა კონგრესში პოლიტიკური ბრძოლის მიზეზი გახდება, რადგან ომს საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა არ აქვს, ხოლო „დემოკრატები“ ტრამპის ადმინისტრაციას მკაცრად აკრიტიკებენ.