საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილმა კოალიციამ იემენში მდებარე მუკალას პორტზე საჰაერო იერიში მიიტანა

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილმა კოალიციამ იემენის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მუკალას პორტზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მხარდაჭერილი „სამხრეთის გარდამავალი საბჭოს“ სეპარატისტული ძალები იყვნენ.

როგორც „როიტერი“ წერს, საჰაერო დარტყმა მას შემდეგ მოხდა, რაც საუდის არაბეთმა სეპარატისტული ჯგუფი აღმოსავლეთ პროვინცია ჰადრამუტში სამხედრო მოქმედებების შესახებ გააფრთხილა.

ამასთან, იემენის საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ძალებს მოუწოდა, 24 საათის განმავლობაში ქვეყანა დაეტოვებინათ.

მედიის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში იემენელი სეპარატისტების თავდასხმამ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მხარდაჭერილ „სამხრეთის გარდამავალი საბჭოსა“ და საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ იემენის სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირება გამოიწვია, რამაც ორი ქვეყანა სრულმასშტაბიან კონფლიქტთან უფრო ახლოს მიიყვანა, ვიდრე ოდესმე.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის წევრები არიან საუდის არაბეთი, , ბაჰრეინი, ქუვეითი, ეგვიპტე, იორდანია, მაროკო და სუდანი.