1730457694
სასწაული არ მოხდა – მილიონერი პატარძალი, რომელიც საკუთარ ქორწილში დაინფიცირდა, კომიდან გამოუსვლელად გარდაიცვალა
42 წლის მილიონერი პატარძალი საკუთარ ქორწილში კორონავირუსით დაინფიცირდა. მშობლებთან ერთად ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა.
წყვილმა ქორწილი ლას-ვეგასში გადაიხადა, რომელიც 15 მილიონი რუბლი დაუჯდათ. ქორწილის შემდეგ კი თაფლობის თვის გატარებას მექსიკაში მდებარე ტანიას მამულში აპირებდნენ, თუმცა ავადმყოფობამ ყველაფერი შეცვალა. პატარძალმა ქორწილამდე ვაქცინაცია ვერ მოასწრო, პროხორი კი უკვე ორჯერ ვაქცინირებული გახლდათ და მას ვირუსი საერთოდ არ გადასდებია.
დევისი ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში დააწვინეს. მდგომარეობის დამძიმების გამო ექიმებმა მისი მედიკამენტოზურ კომაში გადაყვანის და აპარატზე შეერთების გადაწყვეტილება მიიღეს. სანამ ტანია კომაში იყო, პროხორი რუსეთში დაბრუნდა.
„დიახ, ჩამოვედი, რადგან 2 კლიპი მაქვს დასამთავრებელი. ჩემს ამერიკაში გაჩერებას აზრიც არ ჰქონდა, კლინიკაში არ მიშვებდნენ, ცოლის მდგომარეობას ისედაც ყოველდღიურად მატყობინებენ. როგორც კი ოდნავი ცვლილება იქნება, ისევ გავფრინდები. მჯერა, რომ კარგად იქნება, ყველა ასტროლოგმა მითხრა, გადაიტანსო“ – აცხადებდა შალიაპინი.
სამწუხაროდ, ასტროლოგები შეცდნენ, სასწაული არ მოხდა და ტანია გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.„მშვიდობით, ტანიუშა, არ დაგივიწყებ და ყოველთვის მეყვარები“ – წერდა მომღერალი სოციალურ ქსელში.